Belive

U20 ზაფხულის სერიები | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 6 ერის მონაწილე შოტლანდია სარეკორდი ანგარიშით დაამარცხეს

1 წლის წინ რაგბი
4 წთ
U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიების B-ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. განვლილ 2 ტურში, იტალიასთან და უელსთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია მიწასთან გაასწორეს და ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს - გამარჯვება, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 6 ერის მონაწილე შოტლანდია სარეკორდი აგარიშით (17:55) დაამარცხეს, B-ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და მე-5 - მე-6 ადგილისათვის გასამართ პლეი-ოფში ფრანგ თანატოლებს შეერკინებიან. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტრიუმფალურ გამარჯვებას, U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიების ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა. პრესტიჟული ტურნირის ვებგვერდი, უმცროს "ბორჯღალოსნებს" ვრცელ სტატიას უძღვნის. მატჩის გამორჩეული მოთამაშე - რატი ზაზაძე ქართველმა შერკინების მოთამაშეებმა მატჩის შედეგზე ისეთი გავლენა იქონიეს, რომ საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ნებისმიერი მათგანი იმსახურებდა, თუმცა, რატი ზაზაძე ყველასგან გამოირჩეოდა. ზაზაძის პერფორმანსის იგნორირება შეუძლებელია. ზაზაძემ 2 ლელოს დადება შეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პირველი ლელო, რომლის შემდეგაც საქართველო თამაშში დაბრუნდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მის მიერ დადებული მეორე ლელო. მოედნიდან გასულ ზაზაძეს თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

მატჩის მთავარი მომენტი - ქართველი ფორვარდებისთვის შეუძლებელი არაფერია ძლიერი შერკინება და მიწოლა ქართველებისთვის უცხო არაა და გასულ კვირას, უელსის წინააღმდეგაც თვალსაჩინო იყო, მაგრამ, უმცროსმა "ბორჯღლოსნებმა" შოტლანდიის წინააღმდეგ სიძლიერის სრული დემონსტრირება მოახდინეს. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" უელსის წინააღმდეგ დადებული მესამე ლელო გადმოაკოპირეს, როდესაც მოგებული დერეფნის შემდეგ, ბრწყინვალე მოლი დააყენეს. შოტლანდიამ მოლის შეჩერება ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბექა შვანგირაძემ ბურთი შოტლანდიელთა ჩათვლის ხაზში დაამიწა. განსაკუთრებით თვალსაჩინო აღმოჩნდა შერკინებაში არსებული დომინაცია. ქართველმა ბურჯებმა და ფორვარდებმა შოტლანდიელები პირწმინდად გაანადგურეს. აღსანიშნავია, ალექსანდრე ქუნთელიას ბრწყინვალე თამაში. ქუნთელიას დომინირებას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა და ქართველმა ფორვარდმა ლელოს დადებაც შეძლო. საუბრის ძირითადი თემა - ქართველი ფორვარდები საფრანგეთს დიდ ბრძოლას გაუმართავენ U20 საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა A-ჯგუფში არც ისე დამაჯერებლად იასპარეზა. ფრანგებს სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან შერკინებაში განსაკუთრებით გაუჭირდათ და მეორე ტურში, ვერც ინგლისთან შეძლეს თავის გამოჩენა. ფორვარდების სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველო უკანასკნელია, რომლის ხილვაც ფრანგებს პლეი-ოფში სურთ. უმცროსი "ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან გასამართ მატჩს არ მიუდგებიან, როგორც მხოლოდ მე-5 - მე-6 ადგილისათვის დაპირისპირებას - ქართველები ბოლომდე იბრძოლებენ.
ზაზაძე

საკვანძო მომენტი - ზაზაძის გამაოგნებელი დარტყმა შოტლანდიამ საქართველოსთან გამართული მატჩის მეორე ტაიმი ისევე კარგად დაიწყო, როგორც მატჩის საწყისი წუთები, თუმცა, უმცროსმა "ნარშავებმა" ქულების დაგროვება ვერ შეძლეს. საქართველოს 22-მეტრიან ხაზთან შოტლანდიელებმა რამდენიმე ფაზიანი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ზაზაძემ მომაკვდინებელი ბოჭვით შეაჩერა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შოტლანდიელ ფრთის მოთამაშეს ბურთი დაუვარდა. ბურთი უმცროს "ბორჯღალოსნებს" დარჩათ, რომლებმაც რამდენიმე წუთში ბრწყინვალე ლელო დადეს. გამოიცანით ვინ გახდა ლელოს ავტორი - რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მაგარი რატი ზაზაძე. ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

სხვა სტატიები