Belive

უაითლოქი იაპონიაში რჩება მაგრამ ოლ ბლექსს არ ტოვებს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
სემ უაითლოქმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, უაითლოქი ოლ ბლექსის შემადგენლობაში 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე დარჩება - ამასთანავე 31 წლის მეორეხაზელი იაპონური სარაგბო კლუბის, "პანასონიკის" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ სემ უაითლოქი გახდა პირველი ზელანდიელი მორაგბე, რომელიც საზღვარგარეთ ითამაშებს მაგრამ მაინც მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს. განახლებული კონტრაქტის პირობების თანახმად, უაითლოქს შესაძლებლობა ექნება მომავალ წელს სუპერ რაგბიში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვას, რათა "პანასონიკთან" გააფორმოს კონტრაქტი. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის მესვეურები შიშობენ, რომ უაითლოქთან დადებულმა გარიგებამ საზღვარგარეთ მოთამაშე ახალ ზელანდიელ მორაგბეებზე შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს და ასევე სუპერ რაგბიდან მორაგბეების გადინებას შეუწყოს ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, სემ უაითლოქი ოლ ბლექსის კაპიტნის პოსტზე ლეგენდარულ კირან რიდს ჩაანაცვლებს, რომელმაც 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სხვა სტატიები