Belive

უეინ პივაკი უელსის ნაკრებიდან გაუშვეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

უეინ პივაკი უელსის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ბრიტანელებმა მის მაგივრად უორენ გატლენდი დანიშნეს.

WalesOnline-ის ინფორმაციით, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა და შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.

საინტერესოა, რომ უელსის სარაგბო ნაკრებმა წელს გამართული 12 ტესტ მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. სწორედ ამ შედეგების ფონზე, უელსის რაგბის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეინ პივაკი დაკავებული პოსტიდან გაენთავისუფლებინა.

ახალ მთავარ მწვრთნელს უორენ გატლენდს აქამდეც უმუშავია უელსის ნაკრებში. 2007-2019 წლებში მან შეძლო და ნაკრებთან ერთად ოთხჯერ მოიგო 6 ერი. დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გატლენდი ინგლისს ჩაიბარებდა. მისი უელსში დაბრუნება ნიშნავს, რომ 59 წლის სპეციალისტი ედი ჯონსს არ ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, პივაკის ხელმძღვანელობით, უელსმა ახალ ზელანდიასთან, ავრსტალიასთან და საქართველოს ნაკრებებთან გამართა მატჩები, საიდანაც სამივე წააგო.

სხვა სტატიები