Belive

უელსელი მორაგბეების ღირსეული საქციელი

5 წლის წინ რაგბი
1 წთ

გასულ შაბათს უელსის მორაგბეთა ნაკრებმა კარდიფში "პრინსიპალიტის" სტადიონზე უმნიშვნელოვანეს მატჩში ინგლისი დაამარცხა. სოციალურ ქსელ ტვიტერში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საინტერესო პოსტი გაავრცელა. მან აღნიშნა რომ მატჩის მსვლელობისას მასთან 90 წლამდე ქალბატონი მივიდა და უთხრა რომ ეს მისი პირველი მატჩი იყო რომელსაც სტადიონზე ესწრებოდა. ქალბატონს სთხოვეს რომ მატჩის შემდეგ დარჩენილიყო. აღსანიშნავია რომ მატჩის შემდეგ ქალბატონთან უელსის ნაკრების მორაგბეები მივიდნენ და მასთან ისაუბრეს.

 

სხვა სტატიები