Belive

უელსელთა კაპიტნის ღირსეული საქციელი (ფოტო)

5 წლის წინ რაგბი
1 წთ

ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში უელსის ნაკრებმა შინ ირლანდია 25:7 დაამარცხა და ტურნირი დიდი სლემით მოიგო. უელსელთა გულშემატკივარი მათი კაპიტნის ალუნ ვინ ჯონსის ღირსეული საქციელის შესახებ წერს: "შესაძლოა ვერ შეამჩნიეთ მაგრამ გახურებისას და ჰიმნებისას ალუნ ვინ ჯონსმა შეამჩნია რომ მისი 7 წლის თილისმა (სტადიონზე გამცილებელი) სიცივისა და წვიმისგან კანკალებდა. ჯონსი მივიდა და მას თავისი სავარჯიშო ზედა ჩააცვა. ზედმეტად ბებერი ხომ არ ვარ 54 წლის ასაკში რომ გმირები მყავდეს?"

სხვა სტატიები