უელსის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

უელსის ნაკრების ბანაკიდან მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი, რობ ჰოული აზარტულ თამაშებში ამხილეს და გუნდიდან გაათავისუფლეს.

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უორენ გეტლენდი მომხდარით შოკირებულია.

“გაოგნებულები ვართ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს, რომ ასეთ რაღაცას შევეგუოთ.

რაგბის კავშირი მუშაობს საკითხზე, ჩვენ კი მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოსთან მატჩზე ვიქნებით ფოკუსირებულები,” – თქვა გეტლენდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება.

 

(186)

უელსის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

სტატიის ავტორი
-