Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთს ეთამაშებიან

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მორაგბეები 6 და 10 მარტს საფრანგეთის განვითარებად გუნდს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული თამაშები თბილისში, "ავჭალაზე" ჩატარდება. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის ბიჭებმა შეკრება დღეს დაიწყეს. 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში შარშანდელის მსგავსად, წელსაც ტურნეში მიემგზავრებიან, ახლა კი, შეკრებაზე 40 მოთამაშე შედის.

საქართველოს U20 ნაკრების შემადგენლობა ასეთია:  შერკინება:  ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 3), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (რუსთავი, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია 4-5), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), გიგი ლეშკაშელი (აია, 8); ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), არჩილ ღონღაძე (აია, 11-14), ზურაბ ქავთარაძე (რუსთავი, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი 11-15).

სხვა სტატიები