უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ.

მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: ა ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; ბ ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით ფლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.

უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი შოტლანდიას. ფლეი ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.

გუნდის მზადების და მომავალი შეხვედრების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განაცხადა:

“საკმაოდ დამღლელი და ნაყოფიერი 5-კვირიანი შეკრება გვქონდა. სამწუხაროდ, ლეგიონერთა ნაწილი გვიან, ნაწილი კი ძალიან გვიან შემოგვიერთდა, რადგან მათი გუნდები საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშობდნენ. გვქონდა ორი საკონტროლო შეხვედრა 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც სელექციასთან ერთად, ტაქტიკური მონახაზის დახვეწასაც ემსახურებოდა”.

“იტალიაში 4 საინტერესო თამაში გველის. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ სად წავიდა ევროპული და სამხრეთ აფრიკული რაგბი პოსტ-პანდემიურ პერიოდში და სად ვართ ჩვენ. ამ ბიჭების დიდმა ნაწილმა შარშან სამხრეთ აფრიკის ტურნირზე ითამაშა, სადაც ერთი წლით უფროსებს ვეთამაშეთ და ახლა გამოჩნდება როგორია ჩვენი განვითარების ტემპი”.

უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ 1

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე

პირველი ხაზი: სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი); ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), ბადრი ციხისთავი (ლელო);

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი), გიგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), პაატა გალდავა (აია);

მესამე ხაზი: რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

9: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო);

10: მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (ლელო);

12-13: გიორგი ჩიქოვანი (ლელო), იოანე მეტრეველი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი);

15: გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

ინგლისი

სამხრეთ აფრიკა

24 ივნისი

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

საფრანგეთი – ირლანდია

29 ივნისი

საფრანგეთი – ინგლისი

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა

5 ივლისი

საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა

ირლანდია – ინგლისი

ბ ჯგუფი

შოტლანდია

უელსი

იტალია

საქართველო

25 ივნისი

შოტლანდია – უელსი

იტალია – საქართველო

30 ივნისი

შოტლანდია – იტალია

უელსი – საქართველო

6 ივლისი

შოტლანდია – საქართველო

უელსი – იტალია

ფლეი ოფები. 12 ივლისი

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

სტატიის ავტორი
-