Belive

ურუგვაელებმა საქართველოსთან მატჩისთვის ორი ცვლილება განახორციელეს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მოგეხსენებათ, რომ ურუგვაელები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი და დიდი სენსაციის ავტორები არიან - მათ ფიჯის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 30:27 დაამარცხეს. ურუგვაელების შემადგენლობა ბორჯღალოსნებთან თითქმის იდენტური იქნება, რაც იყო ფიჯისთან - მათ მხოლოდ ორი ცვლილება აქვთ. დიეგო არველოს და მანუელ დიანას ნაცვლად ქართველთა წინააღმდეგ ხუან პედრო რომვისი და ალეხანდრო ნიეტო იასპარეზებენ.

სხვა სტატიები