Belive

ურუგვაის მორაგბეთა ნაკრებმა იაპონია ხმაურიანი სკანდალით დატოვა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ურუგვაის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობა ხმაურიანი სკანდალით დაასრულა. D-ჯგუფში განცდილი 3 მარცხის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელებმა ძალების მოსინჯვა ღამის კლუბში გადაწყვიტეს. კუმამოტოში, უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ (35:13) ურუგვაელი მორაგბეები ღამის კლუბს ეწვივნენ. ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა ღამის კლუბის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აურზაურში სხვა მორაგბეებიც ჩაერთვნენ და კლუბის ინტერიერი დააზიანეს. ურუგვაელი მორაგბეების უღირს საქციელს უკვე გამოეხმაურა რაგბის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტი: "მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი თავისუფალ დროს ატარებდნენ - ფაქტი ყოვლად მიუღებელია. როგორც მასპინძელი ქვეყნის საორგანიზაციო კომიტეტი - ვიმედოვნებთ, რომ ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოყვება."
Untitled

სხვა სტატიები