Belive

ვასილ ლობჟანიძის ლელო სტად ფრანსეს წინააღმდეგ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ტოპ 14-ის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუპირისპირდა. პარიზში გამართული დაპირისპირება მასპიძელთა მარცხით, 17:33 დასრულდა. "ბრივმა" სტუმრად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შედეგად, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. "სტად ფრანსესა" და "ბრივის" დაპირისპირებაში ხუთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა მარქაფაში გიორგი მელიქიძე იმყოფებოდა. "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ჯაფარიძე ვიხილეთ, ხოლო ვანო კარკაძე, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე მარქაფაში იმყოფებოდნენ - აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა "სტად ფრანსეს" შესანიშნავი ლელო დაუდო და "ბრივის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები