Belive

ვიტო კოლელიშვილი | არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამ ყველაფერს მალე დაინახავენ

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებას, "ბორჯღალოსანი" ვიტო კოლელიშვილი ეხმაურება. კოლელიშვილის მტკიცებით, ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია და გარეშე ძალებმა რაგბის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ.
კოლელიშვილის თქმით, ქართული რაგბის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ადამიანების უმრავლესობა, ირაკლი აბუსერიძეს უჭერს მხარს.
"ფაქტია რომ არ უნდათ რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან მის შიდა საქმეებში. არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურად ცნეს რასაც არ მივესალმებით. მორააგბეების ის ნაწილი, რომლებსაც მართლა ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული რაგბისთვის აბუს გვერდით ვართ. დამიჯერეთ, კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამყველაფერს მალე დაინახავენ. რაგბის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ იმ გამოცდილ მორაგბეებთან ერთად, ვისაც წლების განმავლობაში ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ საქმე გაუკეთებიათ - გაქონდა რაგბის სახელი მის ფარგლებს გარეთ და დღესაც აგრძელებენ რაგბის ღირებულებებით ცხოვრებას", - აღნიშნავს ვიტო კოლელიშვილი
შეგახსენებთ, ვიტო კოლელიშვილს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 50 შეხვედრაში აქვს მორგებული. კარიერის განმავლობაში, კოლელიშვილი "კლერმონისა" და "ლიონის" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები