Belive

ვიტო კოლელიშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს. 2013/2014 წლების სეზონი ვიტომ პრო დე2-ის ‘ლიონში’, განათხოვრების წესით გაატარა და დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მესამეხაზელმა ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულად ჩაატარა და საუკეთესო მოგონებები აქვს, თუმცა ერთი წლის შემდეგ ‘კლერმონში’ დაბრუნდა. საბოლოო ჯამში კი ვიტომ "კლერმონში" 2014 წლიდან 2019 ირიცხებოდა, ჯამში 45 მატჩი ჩაატარა და 8 ლელო დადო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში კი 2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით თამაშობდა, რა დროშიც 50 მატჩი ჩაატარა და ლელოს დადება 5-ჯერ მოახერხა.  

სხვა სტატიები