Belive

World Rugby | ანტუან დუპონი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
World Rugby-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის გამართული ბრძოლა დასრულდა. ეროვნულ და საკლუბო დონეზე გამართულ მატჩებში ნაჩვენები შედეგისა და მაღალი დონის პერფორმანსის შედეგად, World Rugby-მ ოთხი მორაგბე გამოარჩია. პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), მარო იტოჯე (ინგლისი/ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და სამუ კერევი (ავსტრალია) იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ანტუან დუპონი პირველი ფრანგია, რომელიც წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა - 2011 წელს, აღნიშნული ჯილდო ტიერი დუსატუარს ერგო.
"ტიერი დუსატუარის (2011) შემდეგ, ანტუან დუპონი პირველი ფრანგი მორაგბეა, რომელიც უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს დაეუფლა. დუპონი სწრაფად განვითარებადი, ახალგაზრდული ფრანგული გუნდის მთავარი გმირია, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე უნდა გაიბრწყინოს. 25 წლის დუპონს მატჩის მსვლელობის კითხვა ბრწყინვალედ შეუძლია და გასაოცარი ტექნიკითაა დაჯილდოვებული. 6-ერის 2021 წლის გათამაშებაზე, დუპონმა სამი ლელო გაიფორმა - "შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართულ ტესტ-მატჩებში იგი საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნულია World Rugby-ს განცხადებაში. 
  2021 წლის საუკეთესო მორაგბის გამოვლენის პარალელურად, World Rugby-ს ოფიციალურ ვებგვერდზე წლის სიმბოლური გუნდიც დასახელდა. "დრიმ თიმში" 7 ერის წარმომადგენელი მოხვდა:
  1. ვინ ჯონსი (უელსი)
  2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთ აფრიკა)
  3. ტად ფურლონგი (ირლანდია)
  4. მარო იტოჯე (ინგლისი)
  5. ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
  6. სია კოლისი (სამხრეთ აფრიკა)
  7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია)
  8. არდი სავეა (ახალი ზელანდია)
  9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)
  10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
  11. მაკაზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა)
  12. სამუ კერევი (ავსტრალია)
  13. ლუკჰანიო ამი (სამხრეთ აფრიკა)
  14. ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია)
  15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)

სხვა სტატიები