Belive

WORLD RUGBY-მ ათწლეულის საუკეთესო მორაგბეები გამოავლინა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ

WORLD RUGBY-მ უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო მორაგბეები გამოავლინა. "ოლ ბლექსის" ლეგენდა - რიჩი მაქქოუ და საფრანგეთის ქალთა ნაკრების ლიდერი - ჯესი ტრემულიე, ათწლეულის საუკეთესო კაც და ქალ მორაგბეებად დაასახელეს. ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჯერი ტუვაი 7-კაცას ათწლეულის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა - ათწლეულის საუკეთესო ლელოს ავტორი კი ჯეიმი ჰასლეპი გახდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by World Rugby (@worldrugby)

ინდივიდუალური მორაგბეების გამორჩევის პარალელურად, WORLD RUGBY-მ უკანასკნელი ათწლეულის კაცთა საუკეთესო გუნდიც დაასახელა, რომელშიც "ოლ ბლექსის" წარმომადგენლები ჭარბობენ. უკანასკნელი ათწლეულის კაცთა საუკეთესო გუნდში, ახალ ზელანდიას 7 წარმომადგენელი ჰყავს.

უკანა ხაზი 

15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია) 14. ჯორჯ ნორსი (უელსი) 13. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია) 12. მა'ა ნონუ (ახალი ზელანდია) 11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) 10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია) 9. კონორ მარი (ირლანდია)

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა) 2. ბისმარკ დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა) 3. ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია) 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია) 5. სემ უაითლოქი (ახალი ზელანდია) 6. დევიდ პოკოკი (ავსტრალია) 7. რიჩი მაქქოუ (ახალი ზელანდია) 8. სერჯო პარისე (იტალია)
 
View this post on Instagram
 

A post shared by World Rugby (@worldrugby)

სხვა სტატიები