Belive

World Rugby-მ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები დააჯარიმა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალში გამოჩენილი უღირსი საქციელის გამო, World Rugby-მ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის რაგბის კავშირი 2.000 ფუნტით დაჯარიმდა. 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, იმ დროს როდესაც ოლ ბლექსი ჰაკას ასრულებდა ინგლისელმა მორაგბეებმა წესები დაარღვიეს და ახალ ზელანდიელთა ნახევარზე გადავიდნენ. ჯო მარლერი, ბენ იანგსი, ბილი ვუნიპოლა, ელიოტ დეილი, ლუკ კოვან-დიკი და მარკ უილსონი - სწორედ ეს მორაგბეები აღმოჩნდნენ ოლ ბლექსის ნახევარზე ჰაკას დროს. ინგლისის მორაგბეთა ნაკრების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, World Rugby-მ სპეციალური მოხსენება გაავრცელა: "ინგლისი 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წესდების დარღვევის გამო დაჯარიმდა. ჰაკას დროს მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს მოედნის ნახევრის გადაკვეთა ეკრძალებათ."

სხვა სტატიები