Belive

World Rugby, RugbyPass, Planet rugby - რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?!

1 წლის წინ რაგბი
4 წთ

10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით, 28:19 დასრულდა.

უკანასკნელ წლებში, "ბორჯღალოსანთა" პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების შესახებ სულ უფრო მძაფრად აპელირებს. ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დროა 6 ერის დახურული კარი საქართველოსთვის გაიღოს. "ბორჯღალოსნებმა" პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს – "საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას". დიახ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებული და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - გამარჯვება, რომელიც ბათუმის სტადიონზე მყოფ ნებისმიერ მორაგბესა და გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება და გამარჯვება, რომელიც მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.

"ბორჯღალოსნების ტრიუმფს სარაგბო სამყაროში ფართო გამოხმაურება მოჰყვა - პრაქტიკულად არ არსებობს გავლენიანი სარაგბო ორგანიზაცია და გამოცემა, რომელიც ამ ეპოქალურ გამაჯვებას არ გამოეხმაურა. World Rugby ერთ-ერთი მოწინავეა, რომელმაც საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. World Rugby - ბათუმში, იტალიის დამარცხების (28:19) შემდეგ, საქართველომ ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. RugbyPass - საქართველოს ტრიუმფი. უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს. RUGBYRAMA - ეს არის შედეგი, რომელიც 6 ერის გარშემო დაწყებულ დებატებს არასდროს დაასრულებს Planet Rugby - ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის, რომელმაც იტალია ბათუმში 28:19 დაამარცხა.
SA Rugby magazine - თედო აბჟანდაძემ 20 ქულა დააგროვა შეხვედრაში, რომელშიც საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" ტიერ 1-ის ერი, ისტორიაში პირველად დაამარცხეს. 
The Daily Mail - საქართველომ სავსე ტრიბუნების ფონზე, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები