Belive

World Rugby | ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მორაგბე?

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
World Rugby-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მებრძოლი კანდიდატები დასახელდა. ეროვნულ და საკლუბო დონეზე გამართულ მატჩებში ნაჩვენები შედეგისა და მაღალი დონის პერფორმანსის შედეგად, World Rugby-მ ოთხი მორაგბე გამოარჩია. პლანეტის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად, გულშემატკივრებს 21 ნოემბრამდე შეეძლებათ ხმის მიცემა. პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), მარო იტოჯე (ინგლისი/ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და სამუ კერევი (ავსტრალია) იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ანტუან დუპონი პირველი ფრანგია, რომელიც პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის იბრძოლებს. უკანასკნელად ფრანგი მორაგბე 2012 წელს იყო ნომინირებული. World Rugby-ს მიერ დასახელებულ შორტლისტს უკვე მოჰყვა ნეგატიური გამოხმაურება. გულშემატკივართა უმრავლესობამ, მსუბუქად რომ ვთქვათ საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად შედგენილ კრიტერიუმებს უცნაური უწოდა. განსაკუთრებით გასაკვირია ის გარემოება, რომ ოთხეულს მიღმა დარჩნენ "ოლ ბლექსის" წევრები. 6 ერის ტრიუმფატორი უელსელები ასევე ოთხეულს მიღმა დარჩნენ. 6-ერის საუკეთესო მოთამაშე - შოტლანდიელი ჰემიშ უოტსონი ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა. ყველასათვის გასაკვირად, ნომინანტთა შორის არაა ჩესლის კოლბე, რომელიც ჩემპიონთა თასის, ტოპ-14-ისა და ზაფხულში გამართული ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს გამარჯვებულია.

სხვა სტატიები