Belive

არგენტინა 17:35 ახალი ზელანდია (მიმოხილვა)

5 წლის წინ რაგბი
3 წთ
დღეს, 30 სექტემბერს, 4 ერის მე-5 ტურის მატჩი არგენტინაში გაიმართა, სადაც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ახალ ზელანდიელებს უმასპინძლეს. მატჩი არგენტინელების აქტიურობით დაიწყო და მე-6 წუთზე მასპინძელთა მგეზავმა, ნიკოლა სანჩესმა, საკუთარი ნაკრები საჯარიმო დარტყმით დააწინაურა (3:0). გაშვებული ქულის შემდეგ, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, რასაც, მე-8 წუთზე ახალ ზელანდიელთა ფლანგის მოთამაშის, რინეკო იოანეს ლელო მოჰყვა, რომელიც ბოდენ ბარეტმა გარდასახა (3:7). შავები გაჩერებას არ აპირებდნენ და მასპინძლებს მწვავედ უტევდნენ. მატჩის მე-17 წუთზე, სტუმართა მეორე ფლანგელმა, ვაისაკე ნაჰოლომაც გამოიჩინა თავი და მასპინძელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბოდენ ბარეტმა კვლავ გარდასახა და შავების უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა (3:14). არგენტინელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და სწრაფ შეტევებს მიმართეს, თუმცა მათსავე 22 მეტრიანში ბურთი მათმა 15-მა ნომერმა, ემილიანო ბოფელიმ დაკარგა, რომელიც რინეკო იოანემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეიტანა. რინეკო იოანემ დუბლი მატჩის 30-ე წუთზე გაიფორმა, რომელიც კვლავ წარმატებით გარდასახა ბარეტმა და შავებმა გამარჯვებისაკენ დიდი გზა გადადგეს (3:21). ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე, სონი ბილ უილიამსი გაასიბინეს. პირველი ნახევარი "ოლ ბლექსმა" დიდი ანგარიშით (3:21) გაიმარჯვა. მატჩის მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიური შეტევებით დაიწყო, თუმცა მათმა მწვავე შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო. მატჩის 54-ე წუთზე, ზელანდიელების ულამაზეს შეტევას ჯარიმა მოჰყვა, რომელიც ბარეტმა კიდეზე გადაიტანა. დერეფნიდან მოწოდებულ ბურთს ლელო მოჰყვა, ლელოს ავტორი მოედანზე ახლად შემოსული პატრიკ ტუიპულოტუა. ბოდენ ბარეტმა კვლავ გარდასახა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 25 ქულამდე გაზარდა (3:28). მასპინძლებს დასაკარგი აღარაფერი აღარ ჰქონდათ და დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს. მატჩის 59-ე წუთზე მათ აქტიურობას ლელო მოჰყვა, რომელიც მოედანზე ახლად შემოსულმა ტომას კუბელმა გაიტანა. ნიკოლა სანჩესმა გარდასახა და ანგარიში 10:28 გახდა. არგენტინელებმა ძალიან მოუმატეს მატჩის ბოლოს და 67-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს. ლელოს ავტორი მასპინძელთა 15 ნომერი, ემილიანო ბოფელი გახდა. ნიკოლა სანჩესმა კვლავ გარდასახა და სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა (17:28). შავები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რითაც კარგად სარგებლობდა არგენტინის ნაკრები, თუმცა მასპინძლებს მოედნის ცენტრში დაშვებული შეცდომა სტუმრებმა არ აპატიეს და მატჩის 73-ე წუთზე ლელოთი დასაჯეს. ლელოს ავტორი მოედანზე ახლად შემოსული ენტონ ლინერტ-ბრაუნი გახდა. რიჩი მუნგამ გარდასახა და მასპინძელთა სხვაობა 18 ქულით გაზარდა (17:35). დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი აღარაფერი აღარ მომხდარა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 17:35 სტუმართა სასარგებლოდ დაფიქსირდა.

სხვა სტატიები