Belive

ზურაბ ჟვანია ინგლისში 2020 წლამდე დარჩება

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართველმა მორაგბემ, ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ “ვოსპსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. ქოვენთრელებმა ქართველი ბურჯი გასულ ზაფხულს ტრავმირებული მეტ მალენის შემცვლელად აიყვანეს, თუმცა, ჟვანია გუნდში დარჩა და დარჩა. ქართველი მორაგბე მანამდე  6 სეზონის განმავლობაში ფრანგული “სტად ფრანსის” ღირსებას იცავდა და პარიზელთა მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამასთან, 2015 წელს "ტოპ 14" მოიგო, 2017 წელს კი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა. ჟვანიას ეროვნულ ნაკრებში 37 კეპი აქვს მოხვეჭილი და 11 ლელო დადებული. ინგლისის "პრემიერშიპში" "ვოსპსი" მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩი თებერვალში ელის. 20 იანვარს კი, ჩემპიონთა თასის ეგიდით ირლანდიურ “ლენსტერს” უმასპინძლებს.

სხვა სტატიები