ზურაბ ჟვანია ძირითადში ზედიზედ მეორედ მოხვდა

ხვალ, 28 სექტემბერს, ავივა პრემიერშიპის მე-5 ტური აიღებს სტარტს. მე-5 ტურს “ნიუკასლ ფალკონსი” და ზურაბ ჟვანიას “ვოსპსი” გახსნიან.

აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ Wasps-ის ძირითად შემადგენლობაში, ზედიზედ მეორედ მოხვდა “ბორჯღალოსანი” ზურაბ ჟვანია.

ზურაბ ჟვანიამ წინა ტურშიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი ძალიან კარგი თამაშით დაგვამახსოვრა. იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

(411)

ზურაბ ჟვანია ძირითადში ზედიზედ მეორედ მოხვდა

სტატიის ავტორი
-