Belive

ზურაბ ჟვანიას სადებიუტო ლელო უოსპსის მაისურით

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართველი ბურჯის ზურაბ ჟვანიას სადებიუტო მატჩი ლონდონის "უოსპის" მაისურით წარმატებული გამოდგა. "კრაზანები" სეზონამდელ მოსამზადებელ მატჩში ირლანდიურ "ალსტერს" სტუმრად დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 9:29 გაიმარჯვეს. ზურა აქტიურად შემოვიდა შეხვედრის მეორე ნახევარში და 5 მეტრიანში რამდენიმე დარტყმის შემდგომ, რაქიდან განთავისუფლებულ ლონდონელების 6 ნომერს - ტომ კრუზს მიჰყვა. "კრაზანების" მარბიელი ჩათვლის მოედნამდე ერთ მეტრში შებოჭეს, მაგრამ მან საოცარი ოფლოუდი ამოუგდო ქართველ პირველხაზელს, რომელმაც ოვალი ნახტომში დაიჭირა და ბურთთან ერთად ირლანდიელების ჩათვლის მოედანში დამიწდა. ავავა პრემიერშიპის სადებიუტო მატჩს ლონდონელები "რიკო არენაზე" "ექსეტერ ჩიფსის" წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ჟვანიას წარმატებული თამაში დაუფასდება და სადებიუტო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

სხვა სტატიები