Belive

ზუსტად 30 წლის წინ "ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი ითამაშეს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იუბილე აქვს. ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 12 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა ზიმბაბვეს უმასპინძლა და მეტოქე 16:3 დაამარცხა. მაშინ საქართველოს ნაკრების ყველა ქულა ნუგზარ ძაგნიძემ მოიპოვა (1 ლელო, 4 ჯარიმა). საქართველო IRB-ს წევრი 1992 წლის 27 თებერვალს გახდა. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები