ლევან შენგელია : “ტრავმა სერიოზული არ არის”

303
ნახვა

“ლოკომოტივის” 6:0 დამარცხების შემდეგ “დინამო თბილისის” ლიდერმა ლევან შენგელიამ Live.ge-სთან ისაუბრა. შეგახსენებთ რომ ერთ-ერთ ეპიზოდში შენგელიას ფეხში მოარტყეს, აქედან რამდენიმე წუთში კი “დინამოს” ფეხბურთელი შეცვალეს:

” დღევანდელ თამაშს რაც შეეხება ვცდილობით რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვქონოდა რადგან რთულია ევროპიდან ჩვენს ჩემპიონატში გადმორთვა. ეროვნული ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩემპიონობას ვუმიზნებთ, კარგი თამაში გამოვიდა, ეს ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება “ფეიენოორდთან” თამაშისათვის, უფრო თავდაჯერებულნი ვიქნებით და იმედია წარმატებას მივაღწევთ ჰოლანდიაში.

ტრავმა სერიოზული არაა ცოტა გასიებული მაქვს ის ადგილი სადაც ფეხი მომხვდა, თუმცა იმედია მალე ჩაცხრება”

(303)

ლევან შენგელია : “ტრავმა სერიოზული არ არის”

სტატიის ავტორი
-