მანე: ,,როცა მე ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს”
მიუნხენის ,,ბაიერნის” ახალწვეულმა, სადიო მანემ, გერმანული გუნდის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, განმარტა თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს სამშობლოში: ,,როცა მე ვთამაშობ, იმ დღეს სენეგალში არავინ მუშაობს. ეს დღესასწაულს ჰგავს. ტელევიზორში ყველა მე მიყურებს. ახლა, ბაიერნის მატჩების დროს, სენეგალში მუშაობას ყველა შეწყვეტს. ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი ოცნება ბაიერნთან ერთად ყველა ტიტულის მოგებაა. ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე […]
მანე: ,,რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია, რომ 6 წლის შემდეგ ლივერპულის ფეხბურთელი აღარ ვარ”
მიუნხენის ,,ბაიერნის” ახალწვეულმა, სადიო მანემ, ,,ლივერპულის” დატოვებაზე ისაუბრა: ,,ის ფაქტი, რომ 6 წლის შემდეგ ლივერპულის ფეხბურთელი აღარ ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან უცნაურია. თუმცა, რასაკვირველია, ეს დრო მშვენივრად გავატარე. ამ გუნდში ვარჯიში და თამაში, განსაკუთრებით ,,ენფილდზე”, საოცარი გულშემატკივრების წინაშე, პირველივე დღიდან მსიამოვნებდა. ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, მეტი რა შეიძლება ითქვას?” – განაცხადა მანემ. მანე […]
სადიო მანე კარიერას ბაიერნში გააგრძელებს
,,ლივერპული” ,,ბაიერნს” სადიო მანეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, სენეგალელი მიუნხენურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები უკვე რამდენიმე კვირაა, შეთანხმებული იყო. ,,მერსისაიდელები” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს მიიღებენ. მანე ,,ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 […]
სალიჰამიჯიჩი: ,,ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს ეკუთვნის”
მიუნხენის ,,ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა: ,,ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს ეკუთვნის. ვფიქროვ, ახლა სიტუაცია დამშვიდდა. ვიცით, რისი მიცემა შეგვიძლია ერთმანეთისთვის. მასთან საჯარო განცხადებების შესახებ ვისაუბრეთ და იმაზე, რომ უნდა დავმშვიდდეთ,” – განაცხადა სალიჰამიჯიჩმა. რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ […]
ბაიერნის პრეზიდენტი: ,,სად მივალთ თუ მოთამაშე თავად გადაწყვეტს, რომ მისი კონტრაქტი არაფერს ნიშნავს”
,,ბაიერნის” პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიუნხენური გუნდი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებს: ,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ლევანდოვსკის კონტრაქტი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა, კონტრაქტი კი კონტრაქტია! სად მივალთ თუ მოთამაშე თავად გადაწყვეტს, რომ მისი ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს, ჩვენ კი ხელფასი ბოლო დღემდე უნდა ვუხადოთ? ეს სამართლიანი არ არის. ცოტა მიკვირს, რომ რობერტმა საჯარო განცხადებების […]
კანი ლევანდოვსკიზე: ,,ასეთი საჯარო განცხადებები არავის არგებს”
,,ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, მიუნხენური გუნდის თავდამსხმელზე, რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ,,რეკორდმაისტერის” დატოვებას აპირებს: ,,ვერ აგიხსნით, რატომ გადაწყვიტა ლევანდოვსკიმ თავისი სიტუაცია მსგავსი სახით გადმოეცა. ასეთი საჯარო განცხადებები არავის არგებს. რობერტს უნდა ესმოდეს, რა ადგილს იკავებს ბაიერნში და რა აქვს ამ კლუბში. არ შეიძლება, რომ მადლიერება ცალმხრივი იყოს,” – კანის სიტყვებს Sport1-ი […]
ლევანდოვსკი: ,,იმედია, ბაიერნში მხოლოდ იმიტომ არ დამტოვებენ, რომ კონტრაქტი 2023 წელს მეწურება”
მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ,,რეკორდმაისტერის” დატოვება გადაწყვეტილი აქვს: ,,ჩემი ისტორია ბაიერნში დასასრულს მიუახლოვდა. ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. ბაიერნი სერიოზული გუნდია და მჯერა, რომ ისინი ხელს არ შემიშლიან, აქ თამაში აღარ მინდა. იმედი მაქვს, გუნდში მხოლოდ იმიტომ არ დამტოვებენ, რომ კონტრაქტი 2023 წელს მეწურება. […]
მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა: ,,ბარსაში გადასვლა? ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობა ნათელია და ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ბაიერნში ვითამაშო. ინფორმაციის გავრცელების დრო მოვა. მალე მომავალზე უფრო მეტს გეტყვით,” – ლევანდოვსკის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს. ,,ბაიერნის” დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის თქმით, ლევანდოვსკი ,,რეკორდმაისტერთან” […]
ჰიონესი: ,,ბარსელონას 1.3-მილიარდიანი ვალი აქვს და ლევანდოვსკისთვის მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებს”
მიუნხენის ,,ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა: ,,წერენ, რომ ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკი სურს. ნახევარი წლის წინ მათ ვალი 1.3 მილიარდი ჰქონდათ. გერმანიაში ამ გუნდს უკვე დიდი ხანია გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ. 1.3-მილიარდიანი ვალი, გაკოტრება კარზეა და მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებთ ბაიერნის ფეხბურთელისთვის… მაშინ, თქვენ, ჟურნალისტებმა, მათ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ: ,,ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა?” […]
“რეინჯერსმა” ბრწყინვალე ევროპული სეზონი შემოგვთავა და UEFA-ს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინალში “აინტრახტთან” დამარცხდა. შოტლანდიურ კლუბს საკუთარი დიდების დარბაზში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის თასის დაბინავება შეეძლო, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს აღმოჩნდა. 1972 წელს, თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, “რეინჯერსი” ევროპულ ტიტულთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ფინალში მარცხის […]
ბოატენგმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, ლევანდოვსკის იდეალურად ჩაანაცვლებს
,,ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი, მიიჩნევს, რომ ,,რეკორდმაისტერიდან” რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემთხვევაში, მიუნხენურმა გრანდმა ჰარი კეინი უნდა იყიდოს: ,,ვეცდებოდი, რომ კეინი ბაიერნში გადამეყვანა. მას დიდ თავდამსხმელად მივიჩნევ. ტოტენჰემის მაისურით გოლს ყველა მატჩში იტანს, ეს კარგი გუნდია, მაგრამ არა მსოფლიო დონის… თუ კეინი ბაიერნში გადავა, ის ლევანდოვსკის იდეალური შემცვლელი იქნება,” – ბოატენგის სიტყვებს Sky Germany ციტირებს. […]
ხავი ლევანდოვსკიზე: ,,როცა საუბარი ფეხბურთელის გაფორმებაზეა, მისი ასაკი არ მაინტერესებს”
,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, კატალონიურ გუნდში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა: ,,როცა საუბარი ფეხბურთელის გაფორმებაზეა, მისი ასაკი არ მაინტერესებს. დანი ალვეში ჩვენთან 38 წლის ასაკში დაბრუნდა. ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელები უფრო დიდი პროფესიონალები ხდებიან. მაგალითისთვის შემიძლია დანი ალვეში, ლეო მესი, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დავასახელო,” – განაცხადა ხავიმ. გუშინ ,,ბაიერნის” დირექტორმა, ჰასან […]