,,ბელენენსეშის” პრეზიდენტმა, რუი პედრუ სუარეშმა, ლისაბონის ,,ბენფიკასთან” გამართულ სკანდალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა 9-კაციანი შემადგენლობით ითამაშა: ,,დღევანდელი მატჩი სირცხვილია, ეს არის მთელი პორტუგალიის სირცხვილი, გარდა ,,ბელენენსეშის” 9 ფეხბურთელისა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც ლიგის ასეთ გადაწყვეტილებას გაამართლებს. ჯერ კიდევ პარასკევს შევატყობინეთ ლიგას, რომ თამაშს ვერ შევძლებდით, თუმცა გვიპასუხეს, რომ 8 ფეხბურთელი […]