10 ივლისს 2022 წლის სუმოს სუპერტურნირი – ნაგოია ბაშო დაიწყება, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას ამ სპორტის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს. სად ჩატარდება? სანიაკუ იოკოძუნა ტერუნოფუჯი კვლავინდებურად ერთადერთი უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლია. ოძეკის რანგში აღმოსავლეთის პირველ ნომრად ტაკაკეიშო იქნება განთესილი, დასავლეთიდან კი პირველ ნომრად მიტაკეუმი, ხოლო მეორე ნომრად შოდაი იასპარეზებენ. […]