ევროთასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ერთმანეთს ესპანური “ვალენსია” და იტალიური “ვირტუს ბოლონია” დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 73:83 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროთასის ფინალში ქართველი კალათბურთელი ითამაშებს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26:04 წუთი გაატარა, სადაც მისი მონაგარი 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია (+16) ვირტუსის საუკეთესო მოთამაშე […]