მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დაასრულა (ვიდეო)
ჭეშმარიტი პროფესიონალი – თუკი რომელიმე ქართველი კალათბურთელი, თუნდაც სპორტსმენი ამ ეპითეტით შეიძლება მოვიხსენიოთ, ერთ-ერთი პირველი მანუჩარ მარკოიშვილია. კალათბურთელმა, რომელმაც საკუთარი მონდომებით, მიზანდასახულობით, ყოველდღიური შრომითა და თავდადებით კარიერაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, სათამაშო კარიერა დაასრულა. დიახ, სათამაშო კარიერა, რადგან ტრავმა, რომლის ტკივილიც თითქმის მთელ მის კარიერას მძიმე ტვირთად გასდევდა, მანუჩარს მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევს. მარკოიშვილი ფიცარნაგზე […]
ექსკლუზიური ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან!
Live.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და “პალაკანესტრო რეჯინას” კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან. გამარჯობა მანუჩარ, რა სიახლეებია საკლუბო კარიერაში? – ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მაქვს კლუბებისგან, რადგან ჯერ რეაბილიტაციის კურსი არ დამიმთავრებია და იმედი მაქვს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოვიშუშებ ტრამვას და მზად ვიქნები კლუბებთან სალაპარაკოდ. თუ არის ცნობილი, დაახლოებით როდის დაუბრუნდებით პარკეტს? – […]
ხასიათის სიმტკიცის 2 საათი
ბოლო ევრობასკეტის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ნაკრებს დაემშვიდობნენ ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, ილიას ზუროსს კი ახალი გუნდის შენება უწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მიზერულია, მაგრამ ვხედავთ ბრძოლას, შემართებას, სურვილსა და მოტივაციას, რაც თითოეული ჩვენი კალათბურთელის თვალებში ჩანს. ისრაელს საოცარი თაობა ეზრდება – გასულ ზაფხულს გერმანიაში ჩატარებული 20 წლამდე ევრობასკეტი მათი ტრიუმფით […]