ლევანდოვსკისთან ერთად ბაიერნი შესაძლოა კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვოს
“ბაიერნმა”, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი, სერჟ გნაბრი დაკარგოს. 26 წლის გერმანელს ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება კი ვერ ხერხდება. “ბაიერნი” გნაბრის წელიწადში ანაზღაურების სახით 15 მილიონ ევროს ხელფასს სთავაზობს, ფეხბურთელის მოთხოვნა კი – 19 მილიონია. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მოახლოებული ზაფხული “ბაიერნის” ბოლო შანსია, რომ გნაბრი სოლიდურ თანხად […]
ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰააგი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელია
ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა – ერიკ ტენ ჰააგი “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი. კლუბის განცხადებაში ნაძთქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელი სპეციალისტი ოფიციალურ დოკუმენტაციას მოაგვარებს და ბრიტანეთში სამუშაო ნებართვის მოპოვებას შეძლებს, “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდება და იქ 2025 წლამდე იმუშავებს, ხსენებული წლის ივნისში კი მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით […]
იულიან ნაგელსმანი: “ეს დუელი პირველივე მატჩში წავაგეთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ვილიარეალთან”ორი მატჩის ჯამში (1:2) დამარცხების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა. “პირველი მატჩი გადამწყვეტი იყო. გასვლით შეხვედრაში ცუდად ვითამაშეთ, რამაც მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, ორმატჩიან დუელში ჩვენი დამარცხება გამოიწვია. როგორც ტაქტიკის, ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით, ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ჯამალ […]
რა ხდებოდა ვილიარეალის გასახდელში ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ? | VIDEO
ჩუკვუეზეს გადამწყვეტი გოლი ბაიერნის კარში | VIDEO
ალფონსო დევისის რეაქცია კანადის ნაკრების მუნდიალზე გასვლის შემდეგ | VIDEO
ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდს შორის 3 ესპანური, 3 ინგლისური და თითო-თითო გერმანული და პორტუგალიური კლუბები, შესაბამისად მადრიდის “რეალი”, მადრიდის “ატლეტიკო”, “ვილიარეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, ლონდონის “ჩელსი”, მიუნხენის “ბაიერნი” და ლისაბონის “ბენფიკა” მოხვდნენ. საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდგენაირად გადანაწილდა: ლონდონის […]
რობერტ ლევანდოვსკიმ Huawei-სთან, რომელიც რუსეთს ეხმარება, კონტრაქტი გაწყვიტა
მიუნხენის “ბაიერნის” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩინურ კომპანია “ჰუავეისთან” სასპონსორო ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. საქმე ისაა, რომ ჩინური კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო აგრესიის დროს რუსეთის ფედერაციას ტექნიკური სახის მხარდაჭერას უცხადებს. Huawei-ს რუსებისთვის ელექტრონული აღჭურვილობა უნდა მიეწოდებინა და დახმარებოდა მათ დასავლელი ჰაკერების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ლევანდოვსკიმ უკრაინას ბოლო დღეების განმავლობაში […]
რომელი საფეხბურთო კლუბი ყიდის ყველაზე მეტ მაისურს?
2021 წლის ზაფხულში, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ორმა უდიდესმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კლუბი შეიცვალა. რაც თავისთავად მათი ახალი კლუბების სხვადასხვა ტიპის გაყიდვებსა და ფინანსებზე დადებითად აისახა. საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიოში, რომელი ფეხბურთელების მაისურების გაყიდვაა ყველაზე მომგებიანი. ამ სტატიაში იმ ათ კლუბზე მოგახსენებთ, რომელთა ფეხბურთელების სათამაშო მაისურებიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება და რომელთაც […]
ბაიერნიდან დორტმუნდში – ზულე ბორუსიას შეუერთდება
“ბაიერნის” ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. როგორც ცნობილია, მხარეები ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც, ზულემ “ბაიერნთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. “მოხარულები ვართ, რომ ზულეს სახით გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი ჩვენთან უფასოდ გადმოვა. ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება,” – ადასტურებს ტრანსფერს ბორუსიას […]
60 მილიონი: ფრენკი დე იონგი შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს
ლონდონის “ჩელსი” “ბარსელონას” ცენტრალური ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შეძენით დაინტერესებულია და კატალონიურ გრანდს 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს სთავაზობს. El Nacional-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შემოთავაზება ესპანეთში უარყოფილი იქნება, რადგან კლუბს სურს, რომ დე იონგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღოს. წყაროს ცნობით, დე იონგის დამატების პრეტენდენტები ასევე მიუნხენის “ბაიერნი” და ორი მანჩესტერული გრანდი, […]