2022 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი, მაისის ანუ ნაცუ ბაშო 8 მაისს დაიწყო და 22 მაისის ჩათვლით აქტიურ ფაზაში იქნება. 9 საბრძოლო დღის შემდეგ, ტურნირს 4 მებრძოლი ლიდერობს. საყურადღებოა, რომ არცერთი მათგანი სანიაკუს (უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლები: კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა) წევრი არაა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ […]