ნასერ ალ-ხელაიფი: ,,მომავალ სეზონში ყველა დროის საუკეთესო მესის ვნახავთ”
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა: – მესი ცალკე განხილვას იმსახურებს. ეს ჩაგდებული სეზონი იყო თუ ადაპტაციის წელი? – ფეხბურთელზე, რომელსაც 7 ოქროს ბურთი აქვს, ასეთი საუბარი არ შეიძლება. მესიმ ისტორია დაწერა. ეს არ იყო მისი საუკეთესო სეზონი, მაგრამ ბარსელონაში გატარებული 20 წლის შემდეგ, ლეო ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, ახალ […]
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, უპასუხა შეკითხვას თუ რა მდგომარეობაა მის გუნდში ლა ლიგის მიერ უეფაში გაგზავნილი საჩივრის შემდეგ, რომელსაც ხელს ხავიერ ტებასი აწერდა: ,,ვინ არის ხავიერ ტებასი? მას არ ვიცნობ. ჩვენ არ ვერევით სხვა კლუბების, ჩემპიონატებისა და ფედერაციების საქმეში, ეს ჩვენი სტილი არ არის. მაგრამ, არ ვაპირებ დავთანხმდე იმას, რომ ვინმემ გაკვეთილები გვიტაროს. […]
ვინისიუსმა პსჟ-ს მიერ შეთავაზებული სუპერკონტრაქტი უარით გაისტუმრა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” 21 წლის შემტევმა – ვინისიუს ჟუნიორმა, ფრანგული გრანდის “პსჟ”-ს სუპერშემოთავაზება უარით გაისტუმრა. “მე ვრჩები მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, მადრიდის “რეალში” – განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა. ბრაზილიელ შემტევმა მადრიდის “რეალში” კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდი ევროა. “პსჟ”-მ ვინისიუსს სუპერკონტრაქტი შესთავაზა. თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდში ტრანსფერს დათანხმდებოდა, […]
მადრიდის ,,რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს ,,პარი სენ ჟერმენს” არ ჩაიბარებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზიდანის სურვილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობაა, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდიე დეშამი პოსტს დატოვებს. შესაბამისად, სპეციალისტის უარის მიზეზი სწორედ ეს გახდა, თუმცა RMC Sport-ი იმასაც წერს, რომ ის მომავალში […]
,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა: ,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა. ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი […]
პარი სენ ჟერმენმა ვიტინიასთან კონტრაქტი შეათანხმა
,,პორტუს” ნახევარმცველი, ვიტინია კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და ახლა მოლაპარაკებები გუნდებს შორის მიმდინარეობს. როგორც რომანო წერს, პორტუგალიელის გაფორმება ,,პსჟ-ს” მრჩევლისთვის, ლუიშ კამპუშისთვის, პრიორიტეტულია. ვიტინია ,,პორტუში” 2020 წლიდან თამაშობს, თუმცა ნახევარმცველმა ერთი სეზონი ,,ვულვზში” გაატარა. Paris Saint-Germain have […]
რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლიან მბაპეზე ისაუბრა
კილიან მბაპესა და “რეალის” საგა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა საბოლოოდ ფრანგი “პარი-სენ ჟერმენში” დარჩა. ესპანელი გულშემატკივარი კილიანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ფანების გარდა, ლა ლიგის ხელმძღვანელიც ძალიან გააბრაზა ამ ფაქტმა. ამ ყველაფერს, ხავიერ ტებასმა “ფეხბურთის შეურაცხყოფა” უწოდა. ამ სიტყვების, შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ფრანგი “რეალში” აღარ გადავა. El Chiringuito-ს ეთერის საშუალებით ფლორენტინო პერესმა მბაპეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა: ” […]
ჩუამენი: “მბაპემ პსჟ-ში თამაში შემომთავაზა მაგრამ მე რეალი ავირჩიე”
მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, აურელინ ჩუამენმა განაცხადა, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ მას პარიზულ კლუბში თამაში შესთავაზა. “მქონდა შანსი ამერჩია სხვა კლუბები, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ “რეალს” ჩემი შეძენა სურდა, აღარ მიყოყმანია მბაპე მესაუბრა და მკითხა, შემეძლო თუ არა კონტრაქტი “პსჟ”-სთან გამეფორმებინა. თუმცა, კილიანს ვუთხარი, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლა მინდოდა და ჩემი არჩევანი ყოველთვის მადრიდი […]
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,კილიანმა ყველაფერი სწორად გააკეთა. ყოველთვის ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა, გასულ კვირას კი ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მბაპე მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, მას კონცენტრაციისთვის შესაფერისი სიმშვიდე სჭირდებოდა,” – […]
პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო გახდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვთ. არგენტინელის შემცვლელად კი მთავარ კანდიდატად სწორედ ჟოზე სახელდება. პოჩეტინოს ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ი მოიგო. მოურინიო ,,რომაში” გასული წლის ივლისიდან მუშაობს. პორტუგალიელმა […]
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი, პარიზული გუნდის ქომაგების მხრიდან მის მიმართ სტვენას გამოეხმაურა: ,,ეს ჩემთვის რაღაც ახალია, სხვა სიტუაციაა. მსგავსი რამ ბარსელონაში არასდროს მომხდარა, პირიქით… გულშემატკივრების მდგომარეობა და მათი გაბრაზება ფეხბურთელებსა და გუნდზე გასაგებია, რადგან კიდევ ერთი წელი გავიდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით. მომავალ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება,” – მესის […]
მესი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი არ ყოფილა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალთან” მარცხი გაიხსენა: ,,რეალმა გაგვანადგურა, მეც, მთელი გასახდელი, მთელი პარიზი, რადგან ჩვენ ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდოდა. ამ მატჩის შედეგი დიდი დარტყმა იყო. ვიცი, რეალი რას წარმოადგენს, ამ გუნდთან ახლოს მთელი ცხოვრება გავატარე და ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, რადგან მათ შეუძლიათ, გოლი არაფრიდან შექმნან […]