ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
11-12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მეტწილად, ცხრილის ზედა და ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ და ლოგიკური შედეგები დააფიქსირეს. სამი ქულის მოპოვება შეძლო “დინამო თბილისმა”, რომელმაც “სამტრედიას” უმასპინძლა და გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას გოლებით – 2:1 იმარჯვა. გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა მოახერხა – “ლოკომოტივმა” ქუთაისში, “ტორპედოს” – 3:1 […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: ათივე გუნდის სათამაშო მაისურის დიზაინი 2021 წლის სეზონში (ფოტო)
ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი 2021 წლის სეზონში მონაწილე კლუბების სათამაშო მაისურის ფოტოს აქვეყნებს. ქართული კლუბები ახალ სეზონს შეცვლილი დიზაინით ხვდებიან, რაც ასე გამოიყურება: 2021 წლის სეზონი 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისისა” და 18-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალს” შორის მატჩით დაიწყება. სეზონში მონაწილეობას ამ ორი გუნდის გარდა, […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]
ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი “სამტრედიასა” და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა – 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
გიორგი ჩელებაძეს მსაჯმა უცნაურად შესრულებული პენალტით გატანილი გოლი გაუუქმა (ვიდეო)
დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. დონეცკის “შახტარის” უკანახაზელი დედაქალაქურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს. bold.dk-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. “დინამო თბილისის”, “საბურთალოს”, რუსთავის “მეტალურგის”, ფოთის “კოლხეთის”, ქობულეთის “შუქურას” და “ჩერნომორეცის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში […]
2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
გიორგი ჩელებაძე: “მატჩის შემდეგ მსაჯმა ახალი წესი ამიხსნა, მასთან პრეტენზია არ მაქვს”
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქობულეთის “შუქურამ” “დინამო თბილისი” ისტორიაში პირველად დაამარცხა (1:0) და ასპარეზობას გამოთიშა. აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ეპიზოდი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აჭარული კლუბის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, გიორგი ჩელებაძე მივიდა, რომელმაც მართალია 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლის გატანა შეძლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წესების დარღვევით გააკეთა. […]
ეროვნული ლიგიდან სლოვაკეთის ჩემპიონატში – დავით მუჯირი ფორტუნა ლიგაში ითამაშებს
ახალგაზრდა თავდამსხმელი, დავით მუჯირი, ეროვნულ ლიგას ტოვებს და ლეგიონერის სტატუსს მოირგებს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ქობულეთის “შუქურაში” ირიცხებოდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის ფორტუნა ლიგის ბინადარ “ზლატე-მორავცეში” გადაბარგდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ზლატე-მორავცე” 2007 წელს სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა, ბოლო წლებში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძის. წინა სეზონში გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის გაამრთულ […]
ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]