სუპერთასს ახალი მასპინძელი ჰყავს – უეფამ რუსეთს მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა
უეფამ 2023 წლის სუპერთასის ჩატარების ადგილი რუსეთიდან (კაზანი) გადაიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მატჩი საბერძნეთში, ,,ოლიმპიაკოსის” სტადიონზე ჩატარდება. მანამდე რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლებაც ჩამოერთვა – მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალისთვის გასულ წელს სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა. ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. […]
პიანიჩის შემდეგ, ჯეკომაც განაცხადა, რომ ბოსნიისა და რუსეთის მატჩის წინააღმდეგია
ბოსნიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ედინ ჯეკომ, რუსეთთან ჩანიშნულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,ამ მატჩის გამართვის წინააღმდეგი ვარ. ყველგან და ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიქნები. მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც ნათელია და მაშინ, როცა უდანაშაულო ხალხი იტანჯება, ამ შეხვედრაში მონაწიელობა გამორიცხულია,” – ჯეკოს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს. ბოსნიასა და რუსეთის მატჩზე აზრი გამოთქვა მირალემ პიანიჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის […]
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. The International Ice Hockey Federation has stripped #Russia of the right to host the 2023 World Championship. pic.twitter.com/Q0QgFdGA5O — NEXTA (@nexta_tv) April 26, 2022 მოთამაშეების, ოფიციალური პირების, მედიის წარმომადგენლების და ფანების უსაფრთხოებისთვის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთს 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობს […]
პირველი საფეხბურთო მატჩი ომის დაწყების შემდეგ – დინამო კიევი საქველმოქმედო შეხვედრას გამართავს
მას შემდეგ, რაც უკრაინის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი დაიწყო, უკრაინულ ფეხბურთში პირველი აქტივობა დაიგეგმა. 12 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ამხანაგური, საქველმოქედო ხასიათის შეხვედრა შედგება, რომელშიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, “ლეგია” კიევის “დინამოს” უმასპინძლებს. ღონისძიების დროს შეგროვებული მთელი თანხა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციების დასახმარებლად გადაირიცხება. “ამ მატჩების ჩატარების მიზანი საერთაშორისო საზოგადოების უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის შესახებ […]
უკრაინის 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რუსი აგენტი დაატყვევა
უკრაინის 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვოლოდიმირ იეზერსკიმ, რომელიც კიევის დაცვის მოქმედებებში აქტიურად არის ჩართული, რუსი სამხედრო აგენტი დაატყვევა. უკრაინის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა კიევის მისადგომებთან სამხედრო დაჯგუფების ტყვედ აყვანა მოახერხა, რომელთაგან ერთ-ერთს სადაზვერვო მონაცემები ჰქონდა მოპოვებული და დაკავებულები, ინფორმაციასთან ერთად პოლიციას გადასცა. იეზერსკი ქალაქ ლვოვში დაიბადა და კარიერა ადგილობრივ “კარპატში” დაიწყო. […]
ლუნიოვი: ,,პირველ ყოვლისა, რუსი ვარ და ამით ვამაყობ”
რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და ლევერკუზენის ,,ბაიერის” მეკარემ, ანდრეი ლუნიოვმა, ინსტაგრამში დაწერა, რომ იდეოლოგიური შეხედულებების გამო, ამ სოციალურ ქსელს აღარ გამოიყენებს: ,,პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი და მომავალშიც ასეთი პოზიცია მექნება. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე თუ რა ხდება ახლა უკრაინაში. მაგრამ, პირველ ყოვლისა რუსი ვარ და ამით ვამაყობ. ჩემი სამშობლო მიყვარს. კომპანია მეტას ბოლოდროინდელ შეტყობინებებთან დაკავშირებით, იდეოლოგიური […]
უეფას პრეზიდენტი: ,,გული მწყდება, რომ რუსი სპორტსმენების დასჯა გვიწევს”
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, რუსულ ნაკრებებსა და გუნდებზე დაკისრებული სანქციების შესახებ ისაუბრა: ,,უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან გადაიტანა. ჩვენ რუსეთს სპორტული სანქციები დავუწესეთ და უკრაინელი ბავშვებისთვისა და ლტოლვილებისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით. როგორი ურთიერთობა აქვს უეფას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან? ადრე ყველაფერი სწორად კეთდებოდა, ის შეხვედრისთვის კარგად ემზადებოდა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ პუტინი ფეხბურთის ფანატია, […]
უკრაინის ნაკრების ვეტერანი: “ჩვენ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით”
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა სერგეი რებროვმა, რომელიც ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, “ალ-აინის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ბრიტანულ Goal.com-თან ინტერვიუში, მის სამშობლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. “დღეს ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით. ჩვენ ძლიერი და ამაყი ხალხი ვართ და დღეს ამას ვაჩვენებთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ახლა განურჩევლად უტევს. ისინი კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს, […]
უკრაინაში ომს შახტარის ვეტერანი ფეხბურთელი ემსხვერპლა
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს, დონეცკის “შახტარის” ვეტერანი ფეხბურთელი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. რუსული აგრესიის მსხვერპლი ამჯერად 68 წლის ვლადიმირ როგოვსკი გახდა, რომელიც ალყაში მოქცეულ ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა. ამპლუით თავდამსხმელი “შახტარში” 1975-დან 1982 წლამდე თამაშობდა, მან კლუბის 224 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (1975, […]
ყოფილი ცოლი ტიმოშჩუკს: ,,ჩვენს შვილებს ის ხალხი ხოცავს, ვისაც შენ ახლა უკანალში უძვრები”
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანატოლი ტიმოშჩუკს, ყოფილმა ცოლმა, ნაძეჟდა ნავროცკაიამ, მიმართა: ,,ტოლიკ, შეხედე, ესენი ჩვენი უკრაინელი ბავშვები არიან, ისეთივენი, როგორიც შენი შვილები. და მათ ახლა ის ხალხი ხოცავს, ვისაც შენ უკანალში უძვრები, მათთან ერთად ამ ბავშვებს შენც ხოცავ. ყოველდღე კლავ მათ, როცა რესტორანში დღეში რამდენიმეჯერ ჭამ და იქ შენს მეძავებს კვებავ, როდესაც მანდ ბიზნესს […]
ივან კულიაკი: ,,მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ ასე მოვიქცეოდი”
6 მარტს რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე მე-3 ადგილი დაიკავა. დაჯილდოებისას კულიაკმა მაისურზე ასო ,,Z” დაიწება, რამაც უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ, რუსმა სპორტსმენმა Russia Today-სთან ინტერვიუში, საკუთარი პოზიციის ახსნა სცადა: ,,მეორე შანსი რომ მქონდეს, მკერდზე ასო ,,Z-ს” კვლავ გამოვისახავდი. ეს სიმბოლო ჩვენი მეომრების ფორმებზე ვნახე და გავარკვიე რას […]
რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში […]