ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებს
“დინამო თბილისის” მარცხენა მცველი, ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ “პაფოსში” გააგრძელებს. ინფორმაცია თავად კვიპროსულ კლუბს ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ქვეყნის სპორტულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლის მიხედვითაც 22 წლის მარცხენაფლანგელი “პაფოსს” სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდება. ჯერჯერობით კონტრაქტისა და ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა პარალელურ რეჟიმში ინფორმაცია განახლდება. “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ევროპაში აქამდე […]
“ამ ტრანსფერზე უარს უბრალოდ ვერ ვიტყვი” – ლოჩოშვილი სერია A-ში ითამაშებს
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად გაწვდიდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებდა, რასაც იტალიური და ავსტრიული სპორტული გამოცემებიც ადასტურებდნენ. ამჯერად, 24 წლის უკანახაზელისა და “ვერონას” შორის პოტენციური და თითქმის გადაწყვეტილი თანამშრომლობის შესახებ ცნობას ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტი, დიტმარ რიგლერი ადასტურებს. “ამ ტრანსფერზე და შეთავაზებულ თანხაზე უარს ნამდვილად […]
ხვიჩა კვარაცხელია: “აქ დიდი ტიტულების მოსაგებად მოვედი” | VIDEO
“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას 5-წუთიანი ინტერვიუ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ფეხბურთელი საკუთარ თავს გულშემატკივარს უკეთ აცნობს. “მოგესალმებით მეგობრებო. მე კვარა ვარ, 20 წლის და მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მე საქართველოდან ვარ. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. როდესაც პატარა ვიყავი, სტადიონზე ფეხბურთს ყოველთვის ვთამაშობდი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ფეხბურთის თამაში დაახლოებით 8 წლის […]
მამარდაშვილის 25 წუთი – ვალენსია მესამე დივიზიონის გუნდთან დამარცხდა
2022/23 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, “ვალენსიამ” პირველი ამხანაგური შეხვედრა წააგო. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ “კასტელონთან” – 0:1 დამარცხდა. “ღამურების” სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც სათამაშოდ მიცემულ 25 წუთში გოლი არ გაუშვია. ძირითად შემადგენლობაში ხაუმე დომენიკმა ითამაშა, ხოლო იასპერ სილესენი განაცხადში […]
ოფიციალური წინადადება: ვერონა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონს იხდის
ევროპული სატრანსფერო გამოცემები, მათ შორის Transfermarkt-ი აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის სერია A-ში აღზევებულ “კრემონეზეს“, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს “ვერონა” იჩენს. იტალიური პრესის ინფორმაციით, “ვერონამ” ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და […]
სერბული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, “ცრვენა ზვეზდა” “დინამო ბათუმისა” და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს დაიმატებს. “უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, “პიუნიკთან” “ცრვენა ზვეზდას” დამაჯერებელი ტრიუმფიდან რამდენიმე საათიც არ გასულა და გუნდის კვლავ გაძლიერების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოჩნდა. როგორც ირკვევა, კლუბის ახალი შენაძენი მათ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის მარცხენა […]
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: “კვარაცხელიამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს”
ტურინის “იუვენტუსისა” და იაპონიის ნაკრების ყოფილმა ფიზმომზადების მწვრთნელმა, პროფესორმა ევგენიო ალბარელამ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მან უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს. “შესაძლებელია, ეს კვარაცხელიას თავად ამ ეტაპზე არ ესმის, მაგრამ “ნაპოლიში” მისი დონის ან კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ. ხშირად ის ზედმეტი მოძრაობები, რომელიც ლოსანოსა და ოსიმენს თამაშიდან გამოთიშავს, […]
ფრანგული მედია: მეცი ლიგა 1-ში მიქაუტაძის მეშვეობით უნდა დაბრუნდეს
ფრანგულ მედიაში საფეხბურთო კლუბ “მეცის” მომავალს განიხილავენ და წერენ, რომ ლიგა 1-დან დაქვეითებულ გუნდს შემდეგ სეზონში ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნების შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე უნდა ჰქონდეს, ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი მიქაუტაძეა. “მეცს” უცნაურად მშვიდი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა. გუნდი ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ადგილზე არის რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლების მეშვეობითაც “მეცმა” შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში […]
იტალიური მედია: “კვარაცხელია ინსინიეს ევოლუციაა, მისი თამაშის სტილი ზუსტად ისაა, რაც სპალეტის სურს”
იტალიური, კერძოდ კი სამხრეთიტალიური გამოცემები “ნაპოლის” მომავალზე საუბრობენ და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გუნდის სხვადასხვა ნიუანსებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებენ. “ლუჩანო სპალეტი სრულიად ახალი გუნდით თამაშს იწყებს, მაგრამ სული უცვლელია. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში მთავარი სათამაშო სქემა იყო 4-2-3-1, ახლა კი როგორც ჩანს ეს 4-3-3 იქნება. “ნაპოლის” ახალი […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
ლაზარე კუპატაძე: “ლამაზი ისტორია დასრულდა, მადლობა დიდი სიყვარულისთვის”
საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და საქართველოს ნაკრების მეკარის, ლაზარე კუპატაძის ურთიერთობა დასრულდა. აჭარული კლუბიდან წასვლის შემდეგ, 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა. “მოგესალმებით ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ლაზარე კუპატაძე გუნდიდან გაუშვა
ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დინამო ბათუმმა” საქართველოს ნაკრების მეკარე, ლაზარე კუპატაძე გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია Live.ge- სანდო წყაროსთან გადაამოწმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ 26 წლის მეკარემ აჭარული კლუბი მართლაც დატოვა. როგორც ირკვევა, კუპატაძის გუნდიდან გაშვების მთავარი მიზეზი ევროტურნირებზე ჩატარებულ შეხვედრებში დაშვებული შეცდომებია. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე “დინამო ბათუმში” 2021 წლის იანვარში მივიდა და შავიზღვისპირელებთან ერთად საქართველოს ეროვნული […]