15 ივნისს, ხაშურში, საქართველოს რეგიონალური ლიგის შეხვედრაში ხაშურის “ივერიამ” განახლებულ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “გლდანს” უმასპინძლა. მატჩის მსვლელობისას, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მოედანზე მომხდარ შელაპარაკებაში გულშემატკივარი ჩაერთო და ტრიბუნიდან სათამაშო მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ დიდ არეულობაში გადაიზარდა. მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა და დაანნონსა, რომ მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. “ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა […]
საქართველოს ნაკრებს ახალი ლოგო და სათამაშო ფორმა აქვს | ფოტოები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ. ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული […]
საქართველოს ნაკრებს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს – ეროვნული გუნდის პარტნიორი უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აქამდე, საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია VTB იყო, რომელთან ხელშეკრულებაც მარტის თვეში შეყწდა. საქართველოს ნაკრები 2022 წლის პირველ შეხვედრას 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო […]
უკრაინაში ჩვენი ქვეყნიდან მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება – ამჯერად ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეკუთვნით. სფფ-ს ცნობით, აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. „მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება […]
ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში […]
“დიდება უკრაინას, გამაგრდით” – ქართული სპორტი უკრაინას მხარს უჭერს
უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ქართული სპორტის წარმომადგენლები მეგობარ სახელმწიფოს მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის ლოკომოტივი წყალბურთის კლუბი დინამო თბილისი ქუთაისის “ტორპედო” “დინამო ბათუმი” ბოლნისის “სიონი” “გაგრა” “დინამო თბილისი” გიორგი ჩაკვეტაძე ლევან კობიაშვილი ნიკა კვეკვესკირი გიორგი ქვილითაია ლევან კუტალია გიორგი ზარია ლუკა […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “დაფინანსების გარეშე ფეხბურთი არ გვექნება”
თბილისის “ლოკომოტივის” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის და ამ მიმართულებით ქართულ ფეხბურთში შექმნილი გარემოს შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ისაუბრა. „ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროექტი მაშინდელი სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და ფონდის დიდი დამსახურება იყო. ერთად დაიწყეს – რა მიზანს ემსახურებოდა? ფეხბურთზე სახელმწიფო მაინც დიდი ფულს […]
2022 წლიდან ეროვნულ ლიგაში VAR სისტემის დანერგვა იგეგმება
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2022 წლიდან ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემა დაინერგება. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. VAR-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში ფიფას წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. “ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფიფა-ს სპეციალისტებთან ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილია […]
მორიგი ამხანაგური: საქართველოს ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. 15 ნოემბერს, ეროვნული საფეხბურთო გუნდი საშინაო კედლებში უზბეკეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. იქამდე, “ჯვაროსნები” მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი, მერვე ტურის შეხვედრას ბათუმში, “ბათუმი არენაზე” უმასპინძლებენ და შვედეთს დაუპირისპირდებიან. მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ვილი […]
ვილი სანიოლი: “ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, რუბინის განცხადების მიუხედავად, ის ნაკრებს ვერ დაეხმარება “
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, და “ბათუმი არენაზე” ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ მომენტში არ შემიძლია, რადგან ის სულ ახლახანს დაიხურა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ კლუბში გადავიდნენ, მაგრამ უნდა დავიცადოთ […]
ლევან კობიაშვილი: “გულშემატკივრის დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაზე, საქართველო – კოსოვო, მაყურებლის არ დაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელსაც სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. “ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო […]
კობიაშვილმა და მუჯირმა ფიგუსთან, დრენტესთან, კურანთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშეს (ვიდეო)
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა ლატვიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმაც ითამაშეს, როგორებიც ლუიშ ფიგუ, როისტონ დრენტე, კევინ კურანი, ნუნუ გომეში და სხვები არიან. აღნიშნული მატჩი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მატჩში ერთმანეთს ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაუპირდნენ, რომელთა გუნდსაც […]