სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვ.ც.-მ იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ სროლის შედეგად, ოთხი პირი: ვ.ც., ზურაბ ზვიადაურის […]