Belive

14 წელი რიკელმეს საბედისწერო შეცდომიდან (ვიდეო)

1 წთ
2006 წლის 25 აპრილს, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ყველაზე უიღბლო მატჩი ჩაატარა. 2005/2006 წლების სეზონის, ჩემპიონთა ლიგის  ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და "ვილიარეალი" უპირისპირდებოდნენ. პირველი შეხვედრა "მეთოფეებმა" კოლო ტურეს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. განმეორებითი შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. მატჩის 90-ე წუთზე გაილ კლიშიმ მეტოქე, საკუთარ საჯარიმოში წააქცია და ამის გამო "არსენალის" კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან იმჟამად არგენტინელი ვარსკვლავი და "ვილიარეალის" ლიდერი ხუან რომან რიკელმე მივიდა. მისდა სამწუხაროდ რიკელმემ პენალტის გატანა ვერ მოახერხა. იენს ლემანმა მისგან მარცხნივ მსუბუქად დარტყმული ბურთის აღება იოლად მოახერხა. ეს  კი არგენტინელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტია. საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა და ფინალში "არსენალი" გავიდა, სადაც კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

სხვა სტატიები