Belive

15 წლის წინ ამ დღეს ჩელსის კარში გავიდა გოლი, რომელზეც დღესაც კამათობენ (ვიდეო)

1 წთ
15 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპული" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი "ენფილდზე" მასწინძლება მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ლუის გარსიამ გაიტანა. 15 წლის შემდეგაც კი ამ გოლზე მიდის კამათი. დღემდე ვერავინ გაარკვია იყო თუ არა გოლი იმ მომენტში. გარსიას დარტყმული გალასმა გამოიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთმა კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა. არცერთ გამეორებაზე არ ჩანს გარკვევით, გადაკვეთა თუ არა ბურთმა ბოლომდე ხაზი. ამ გოლით "მერსისაიდელები" ფინალში გავიდნენ, სადაც ისტორიული "ქამ ბექი" შუესრულეს "მილანს" და ისტორიაში მეხუთედ დაეუფლნენ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს. გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას

სხვა სტატიები