Belive

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან (ვიდეო)

1 წთ
2003 წლის 30 აპრილი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია.  ზუსტად 16 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა, მალხაზ ასათიანმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ასათიანისთვის ეროვნულ ნაკრებში ეს მხოლოდ პირველი ოფიციალური თამაში იყო. თავდაპირველად მატჩი 2002 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო და თამაშიც დაიწყო, თუმცა მე-40 წუთზე ლოკომოტივის სტადიონზე შუქი ჩაქვრა და მატჩი გადაიდო 2003 წლის 30 აპრილისთვის. შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში იმართებოდა. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ივო შუშაკმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. ამ მოგებით ნაკრებმა ქართველი ხალხი გააბედნიერა.

ასევე იხილეთ: ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს – ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან

სხვა სტატიები