Belive

18 დეკემბერი: ლეგენდების დაბადების დღე (ვიდეო)

3 წთ
18 დეკემბერი მსოფლიო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა.  დღევანდელ დღეს ოთხი ლეგენდა იუბილარია. სანტიაგო კანისარესი, მარია ბასლერი, ჯანლუკა პალიუკა და ლეს ფერდინანდი. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ეპოქა შექმნეს.

სანტიაგო კანისარესი - 49 წელი

ლეგენდარული ესპანელი მეკარე, სანტიაგო კანისარესი 49 წლის გახდა. კანისარესმა კარიერის საუკეთესო წლები "ვალენსიაში" გაატარა. "ღამურების" მაისური მან 418-ჯერ მოირგო. ეროვნულ ნაკრებში კი 46 თამაში აქვს ჩატარებული. "ვალენსიამდე" კანისარესმა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ითამაშა. "ბლანკოსის" რიგებში 4 სეზონი გაატარა და 54 შეხვედრა ჩაატარა. ტიტულები: ლა ლიგა: 1994-95 ; 1996-97 ; 2001-02 ; 2003-04. ესპანეთის სამეფო თასი: 1998-99. ესპანეთის სუპერ თასი: 1997 ; 1999. ჩემპიონთა ლიგა: 1997-98. UEFA-ს თასი: 2003-04. UEFA-ს სუპერ თასი: 2004. U16 ევროპის ჩემპიონი: 1986. ოლიმპიური ჩემპიონი U23: 1992.

ჯანლუკა პალიუკა - 52 წელი

ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუკა პალიუკას 52 წელი შეუსრულდა. მან პროფესიონალური კარიერა 1987 წელს "სამპდორიაში" დაიწყო და 1994 წლამდე ითამაშა. ამ გუნდის მაისური მან 280-ჯერ მოირგო. შემდგომ გადავიდა "ინტერში". მილანურ კლუბში პალიუკამ 1994-99 წლებში იასპარეზა და 234 თამაშში მიიღო მონაწილეობა. "სან სიროდან" ის "ბოლონიაში" გადაბარგდა, სადაც 1999-2006 წლებში გამოდიოდა. "ბოლონიას" მაისური პალიუკამ 267-ჯერ მოირგო. კარიერის ბოლო სეზონი კი "ასკოლიში" გაატარა. ეროვნულ ნაკრებში ჯანლუკა პალიუკამ 39 თამაში ჩაატარა. ტიტულები: სერია ა: 1990-91. იტალიის თასი: 1987-88 ; 1988-89 ; 1993-94. იტალიის სუპერ თასი: 1991. UEFA-ს თასი: 1997-98. UEFA-ს თასების მფლობელთა თასი: 1989-90. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (იტალია) - 1994.

მარიო ბასლერი - 50 წელი

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, მარიო ბასლერი 50 წლის გახდა. ბასლერმა პროფესიონალური კარიერა 1987 წელს "კაიზერსლაუტერნში" დაიწყო. ასევე ითამაშა "ჰერტაში", "ვერდერსა" და "ბაიერნში". მიუნხენურ გუნდში ბასლერმა 78 თამაში ჩაატარა და 18 ბურთი გაიტანა. ყველაზე შედეგიანი ის ბრემენის "ვერდერში" იყო, სადაც 92 თამაშში 36 ბურთის გატანა შეძლო. ტიტულები: ბუნდესლიგა: 1996-97 ; 1998-99. გერმანიის თასი: 1993-94 ; 1997-98. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი: 1996. UEFA-ს ევროპის ჩემპიონატი (გერმანია): 1996.

ლეს ფერდინანდი - 53 წელი

ლეს ფერდინანდი, ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც 53 წელი შეუსრულდა. მან პროფესიონალური კარიერა 1986 წელს "ჰაიესში" დაიწყო. მის კარიერაში იყო "ქუინს პარკ რეინჯერსი", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "ლესტერი", "ბოლტონი", "რედინგი" და "უოტფორდი". საუკეთესო წლები კი "ტოტენჰემსა" და "ნიუკასლში" გაატარა. "ნიუკასლში" მან ორი სეზონის განმავლობაში, 1995-97 წლებში ითამაშა და 68 თამაშში 41 ბურთი გაიტანა. "ტოტენჰემის" რიგებში კი 1997-2003 წლებში ასპარეზობდა და 118 მატჩში 33 გოლის გატანა შეძლო. ეროვნულ ნაკრებში ფერდინანდმა 1993-98 წლებში ითამაშა და 17 თამაშში 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ტიტულები: ინგლისის ლიგის თასი: 1999.

სხვა სტატიები