Belive

18 წლის წინ ზუსტად ამ დღეს რონალდინიომ ინგლისს საოცარი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

1 წთ
2002 წლის 21 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ერთმანეთს ბრაზილია და ინგლისი დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელებმა მატჩი 2:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. გამოსარჩევი იყო რონალდინიოს გოლი, რომელმაც საოცარი სილამაზის ჯარიმა გაიტანა. ამასთან დაკავშირებით გაუჩომ კომენტარი გააკეთა. -"როდესაც დავარტყი, რა თქმა უნდა მინდოდა გოლი გასულიყო, მაგრამ არა იქ, სადაც საბოლოოდ ბურთი აღმოჩნდა. ცოტა გამიმართლა. თამაშის შემდეგ, როდესაც სიმენი დავინახე ტიროდა და ძალიან შემეცოდა. ეს გოლი მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. ბურთი ისეთი ტრაექტორიით წავიდა, რომ ვერცერთი მეკარე ვერ აიღებდა."

სხვა სტატიები