Belive

1800-ე 3-ქულიანი ტომპსონი 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 96:82 დასრულდა. თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, “გოლდენ სტეიტის” ლიდერი – კლეი ტომპსონი დაბრუნდა. "კლივლენდთან" გამართულ შეხვედრაში, ტომპსონმა 19:55 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 17 ქულის დაგროვება და 3 მოხსნის შესრულება შეძლო. "კლივლენდის" წინააღმდეგ ტომპსონმა სამი 3-ქულიანის ჩაგდება შეძლო, რითიც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა და კარიერის განმავლობაში ზუსტად შესრულებული 1800 3-ქულიანი დააგროვა.

სხვა სტატიები