Belive

19 დეკემბერი: ფეხბურთის ვარსკვლავების დაბადების დღე (ვიდეო)

5 წთ
19 დეკემბერი თანამედროვე ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა.  თანამედროვე ფეხბურთის ვარკსვლავები იუბილარები არიან. ალექსის სანჩესი, რაიან ბაბელი, გარი კეჰილი და კარიმ ბენზემა.

ალექსის სანჩესი - 30 წელი

ჩილელი შემტევი, ალექსის სანჩესი 30 წლის გახდა. მისი ევროპული კარიერა 2006 წელს, იტალიის "სერია ა"-ში, კერძოდ "უდინეზეში" დაიწყო. სანჩესი გუნდის უპირობო ლიდერი იყო და იქ 2011 წლამდე ითამაშა. მანამდე, 2007-08 წლებში ერთი სეზონი "რივერ პლეიტში" გაანათხოვრეს. "უდინეზეში" მაღალ დონეზე გამოსვლამ "ბარსელონას" ინტერესი გამოიწვია და ალექსისი "ნოუ კამპზე" გადაბარგდა, სადაც 3 სეზონი გაატარა. "ბარსელონას" რიგებში მან 141 თამაში ჩაატარა და 47 ბურთი გაიტანა. ესპანეთიდან ინგლისში წავიდა, კერძოდ "არსენალის" მაისური მოირგო და "მეთოფეების" შემადგენლობაში 2014-18 წლებში გამოდიოდა. 166 თამაშში 80 ბურთის გატანა შეძლო. 2018 წლიდან კი ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს და 30 თამაშში მხოლოდ 4 ბურთი აქვს გატანილი. ეროვნულ ნაკრებში ალექსის სანჩეს 2006 წლიდან თამაშობს და 124 თამაშში 41 ბურთი აქვს გატანილი. ტიტულები: არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 2008. ლა ლიგა: 2012-13. ესპანეთის სამეფო თასი: 2011-12. ესპანეთის სუპერ თასი: 2011 ; 2013 UEFA-ს სუპერ თასი: 2011. FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 2011. ინგლისის ასოციაციის თასი: 2014-15 ; 2016-17. კოპა ამერიკა (ჩილე): 2015 ; 2016.

რაიან ბაბელი - 32 წელი

ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რაიან ბაბელის პროფესიონალური კარიერა 2004 წელს "აიაქსში" დაიწყო, სადაც 2007 წლამდე ითამაშა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში ბაბელმა 111 თამაში ჩაატარა და 24 ბურთი გაიტანა. 2007-11 წლებში ის "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. მერსესაიდულ გრანდში მან 146 თამაში ჩაატარა და 22 ბურთის გატანა შეძლო. არც ისე მაღალი შედეგის მიუხედავად, ის გამორჩეული მოთამაშე გახდა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა. "ლივერპულიდან" ბაბელი "ჰოფენჰაიმში" გადაბაეგდა, სადაც 2 სეზონი გაატარა და 51 შეხვედრაში 6-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამჟამად ბაბელი "ეშიქთაშში" თამაშობს და 84 მატჩში 29 ბურთი აქვს გატანილი. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ბაბელი 2005 წლიდან თამაშობს. მას ხან იძახებენ შემადგენლობაში, ხან არა, თუმცა ის ნაკრების წევრად მოიაზრება. 54 თამაშში 8 ბურთი აქვს გატანილი. ტიტულები: ერედივიზიონი: 2012-13. ჰოლანდიის თასი: 2005-06 ; 2006-07. თურქეთის სუპერ ლიგა: 2016-17. მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი (ჰოლანდია): 2010.

გარი კეჰილი - 33 წელი

ინგლისელი ცენტრალური მცველი, გარი კეჰილი 1985 წელს დაიბადა. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კი 2004 წელს "ასტონ ვილაში" დაიწყო. ამ გუნდის ღირსებას კეჰილი 2008 წლამდე იცავდა, თუმცა ამ პერიოდში ორ გუნდში, "ბარნლისა" და "შეფილდში" გაანათხოვრეს. 2008 წელს კეჰილი "ბოლტონში" გადავიდა, სადაც 147 თამაშში 15 ბურთი გაიტანა. "ბოლტონის" შემადგენლობაში ინგლისელმა ფეხბურთელმა 2012 წლამდე ითამაშა. შემდეგ კი "ჩელსის" მაისური მოირგო და დღემდე "არისტოკრატების" ღირსებას იცავს. კეჰილს ლურჯი მაისური 289-ჯერ აქვს მორგებული და 25 ბურთი აქვს გატანილი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წლიდან თამაშობს და 61 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 5 ბურთიც გაიტანა. ტიტულები: პრემიერლიგა: 2014-15 ; 2016-17. ინგლისის ასოციაციის თასი: 2017-18. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 2011-12. UEFA-ს ევროპა ლიგა: 2012-13. FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ვიცე-ჩემპიონი: 2012.

კარიმ ბენზემა - 31 წელი

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ფრანგი კარიმ ბენზემა იუბილარია. მას 31 წელი შეუსრულდა. მისი პროფესიონალური კარიერა "ლიონის" მეორე გუნდში დაიწყო, სადაც 2004-06 წლებში თამაშობდა და 20 თამაშში 15 ბურთი გაიტანა. მეორე გუნდიდან ის პირველ გუნდში დააწინაურეს და ბენზემამ "ლიონში" 2009 წლამდე ითამაშა და 148 მატჩში 66 ბურთის გატანა შეძლო. 2009 წელს ის მადრიდის "რეალს" შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მადრიდელთა შემადგენლობაში ფრანგს უკვე 436 მატჩი დაუგროვდა და 203-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ტიტულები: საფრანგეთის ლიგა 1: 2004-05 ; 2005-06 ; 2006-07 ; 2007-08. საფრანგეთის თასი: 2007-08. ლა ლიგა: 2011-12 ; 2016-17. ესპანეთის სამეფო თასი: 2010-11 ; 2013-14.  ესპანეთის სუპერ თასი: 2012 ; 2017. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 2013-14 ; 2015-16 ; 2016-17 ; 2017-18.  UEFA-ს სუპერ თასი: 2014 ; 2016 ; 2017. FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2014 ; 2016 ; 2017. UEFA-ს 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატი (საფრანგეთი): 2004.

სხვა სტატიები