Belive

2 გარდაცვლილი და 16 დაშავებული კორეაში - უბედური შემთხვევა, სადაც სპორტსმენებიც დაშავდნენ

1 წთ
2 გარდაცვლილი კორეელი და 16 დაშავებული, საიდანაც 9 სპორტსმენია. ეს ათლეტები ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ. სამი ამერიკის, ორი ახალი ზელანდიის, ჰოლანდიის, იტალიის და ბრაზილიის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაშავდა აღნიშნული უბედური შემთხვევის დროს. როგორც პოლიცია აცხადებს, შემთხვევა გვანგჯუს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, როდესაც სპორტსმენები წარმატებას აღნიშნავდნენ, ჩამოიშალა აივანი სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ხალხი ნანგრევებში მოყვა. უკანასკნელი ცნობებით გარდაცვლილია ორი ადგილობრივი მამაკაცი.
   

სხვა სტატიები