გუშინ “პსჟ” შინ “მონპელიეს” უპირისპირდებოდა. მატჩის 37-ე წუთზე ნეიმარმა ორიგინალური ფინტი გაუკეთა ორ მოწინააღმდეგეს, თუმცა ბოლომდე არ გამოუვიდა და ბურთი აუტზე გადავიდა.
Não gosto do futebol do Neymar e nem da sua pessoa, mas levar um cartão amarelo por dar um drible da lambreta aí é já é demais. É por isso que o futebol da várzea a cada dia vem crescendo. #NãoAoFutebolModerno pic.twitter.com/Egtaan7Cay
— 2020 Realizações (@anderson_kbca) February 1, 2020
რამდენიმე წამის შემდეგ თამაში განახლდა და ბრაზილიელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთის ძლიერად დარტყმის იმიტაცია გაუკეთა.
17secondes de jeu et il nous régale déjà #PSGMHSC #Neymar pic.twitter.com/xeLmu38uf1
— Neymarinho 👑 (@Parisien_v12) February 1, 2020
მატჩის მთავარმა არბიტრმა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი ყვითელი ბარათით დააჯილდოვა. ჟერომ ბრისარდმა ნეიმარის მოქმედება არასპორტულ საქციელად მიიჩნია.
O NEYMAR TOMOU AMARELO POR TENTAR UMA LAMBRETA ISSO MESMO, POR TENTAR UMA LAMBRETA ISSO É UMA VERGONHA.. NÃO PODE MAIS DRIBLAR É ISSO MESMO? pic.twitter.com/pElx7XZyYk
— Luan Mil Grau (@LuanMilGraau) February 1, 2020
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ “პსჟ-ს” “ათიანი” საკმაოდ გაცხარებული იყო და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ყვირილი დაიწყო.
– “მე ვთამაშობ ფეხბურთს და მსაჯი ამისთვის მაძლევს ყვითელ ბარათს. უთხარი მას, რომ ამის გამო ბარათს არ იძლევიან” – ყვირილით უთხრა ბრაზილიელმა თავის თანაგუნდელ მარკო ვერატის
მსაჯმა ეს ყველაფერი გაიგონა და ნეიმარს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ “პსჟ-ს” სუპერ ვარსკვლავმა ინსტაგრამზე, მომხდარის შესახებ დაწერა – “მე მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობ”