Belive

უნიკალური შემთვევა NCAA–ს პირველ დივიზიონში (ვიდეო)

1 წთ
ტომას ლი, მეტსახელად "სნექს" NCAA–ს პირველ დივიზიონის გუნდის "ჯექსონ სტეიტის" მენეჯერია. ტომასი მისი ფიზიკური აგებულებიდან გამომდინარე კალათბურთს აქტიურად არ თამაშობს.. "ჯექსონ სტეიტი" მოწინააღმდეგეს მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე საკმაოდ დიდი ანგარიშით ამარცხებდა და მატჩი ფაქტიურად მოგებული ჰქონდათ, რა დროსაც მწვრთნელმა ყველასთვის მოულოდნელად ტომასის პარკეტზე შემოყვანა გადაწყვიტა. "სნექსმა" მოახერხა და 9 მეტრიდან ულამაზესი სამ ქულიანი ჩააგდო, რასაც ტრიბუნებზე საოცარი რეაქცია მოჰყვა. ტომასის სამ ქულიანს ოვაციები მარტო ტრიბუნებზე არ მოჰყოლია. ვიდეო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და ვირუსივით მოედო ინტერნეტ სირვცეს. ტომასის კუმირი კევინ დურანტი გახლავთ და სწორედ ამიტომ აცვია 35 ნომრიანი მაისური. ეს ვიდეო კი თავად დურანტმა ნახა და ისე აღფრთოვანდა, რომ "სნექსს" საკუთარი მაისური და ავტოგრაფი გაუგზავნა. დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ალბათ სწორედ ტომას ლი გახლავთ.

სხვა სტატიები