Belive

9 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის საბედისწერო დაშვებიდან

1 წთ
2010 წლის 12 თებერვალი, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ზუსტად 9 წლის წინ, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველმა მოციგავემ ნოდარ ქუმარიტაშვილმა ტრასაზე დაშვებისას მართვა დაკარგა და 143 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, ბორტს შეეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ეს ფატალური შემთხვევა ნოდარის შეცდომას დააბრალეს, თუმცა იმავე მოსახვევში კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სინამდვილეში ყველაფერი ტრასის გაუმართაობის ბრალი იყო. ნოდარი ტრაგედიის დღეს 22 წლის იყო, ქუჩა რომელზეც იგი ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ მის სახელს ატარებს. იხილეთ უკანასკნელი დაშვების ვიდეო

სხვა სტატიები