Belive

ადურისის ორიგინალური პენალტის 10 რიმეიქი (ვიდეო)

2 წთ
მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო არიც ადურისის შესრულებულმა თერთმეტ მეტრიანმა შოკში გააგდო. გთავაზობთ 10 პენალტს, რომელიც შესაძლოა ადურისის ორიგინალური პენალტის რიმეიქად გამოდგეს.

#10 ჯუზეპე სინიორი

იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე სინიორიმ წლების წინ ისეთივე პენალტი შეასრულა, როგორიც შაბათს არიც ადურისმა.

#9 ანრი კოპენსის გათამაშებული პენალტი

1958 წლის მსოფლიო თასზე, ბელგიისა და ისლანდიის დაპირისპირებაში ანრი კოპენსმა თერთმეტ მეტრიანი გაათამაშა.

#8 ანტონინ პანენკა

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრმა, ანტონინ პანენკამ პირველად შეასრულა პენალტი, რომელსაც შემდგომ მისი სახელი დაერქვა.

#7 ნეიმარი (პარადინია)

ბრაზილიური სტილი პარადინია, შესრულების სტილი, რომელსაც ყველაზე ხშირად ნეიმარი მიმართავს. გამოქანების დროს გაჩერება და მეკარის მოძრაობაზე დაჭერა.

#6 ჟალმინია (რაბონა)

კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჟალმინია და კიდევ ერთი უცნაური თერთმეტ მეტრიანი, რომლის შესრულების სტილსაც რაბონა ეწოდება.

#5 სოკრატესი

მორიგი ბრაზილიელი, სოკრატესი და მისი შესრულებული თერთმეტ მეტრიანი ქუსლით. სოკრატესი იყო პირველი, რომელმაც პენალტი ქუსლით დაარტყა. მეორედ ამის გაკეთება ავანა დიაბიმ სცადა.

#4 ეზეკილ კალვენტე (ეზეკინია)

ესპანელი ეზეკილ კალვენტე, რომელმაც პუირველმა შეასრულა თერთმეტ მეტრიანი დარტყმა "ეზეკინია". გამოქანების დროს მარჯვენა ფეხით დარტყმის მოლოდინი და მარცხენათი შესრულება. ეზეკილის საპატივცემულოდ ამ სტილს "ეზეკინია" დაერქვა. კალვენტემ ეს დარტყმა 2010 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე შეასრულა.

#3 ნორიკ ავდალიანი

ყაზანის "რუბინის" 21 წლამდე გუნდის წევრმა, ნორიკ ავდალიანმა უნიკალური თერთმეტ მეტრიანი შეასრულა. მან აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა ბურთი კარში.

#2 აშად ალი ადუბარი

აშად ალი ადუბარი მალდიველი ფეხბურთელია, რომელმაც უცნაური თერთმეტ მეტრიანი ავღანეთის ნაკრებს გაუტაბა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოთამაშე გამოქანების დროს სპეციალურად წაიქცა, რათა მეკარე დაებნია. აშად ალის ეს გამოუვიდა და თავისი მესამე სანაკრებო გოლიც გაიტანა.

#1 გლენ ვან დერ ლინდენი

გლენ ვან დენ ლინდენი ფეხბურთელია, რომელმაც თერთმეტ მეტრიანი ვერ გამოიყენა, მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე საოცარი ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები