Belive

„ასეთი გულგატეხილი არასოდეს ვყოფილვარ“ - ფედერერი პირადი მწვრთნელის გარდაცვალებაზე

1 წთ

მელბურნში გასამართი ავსტრალიის ღია პირველობის წინ ჩაწერილი ინტერვიუს დროს, როჯერ ფედერერმა ცრემლები ვერ შეიკავა - დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული CNN-თან მის პირად მწვრთნელზე, პიტერ კარტერზე საუბრობდა, რომელმაც ფედერერის მომავალზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. კარტერი 2002 წელს ავტოავარიაში დაიღუპა - იგი ფედერერის მიღწევებს არ მოსწრებია. თუმცა როგორც ვიდეოში ჩანს, ფედერერი მის დაკარგვას კვლავ ძალიან განიცდის. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ექნებოდა კარტერს ფედერერის მიერ მოგებულ დიდი სლემის ტურნირებზე, ფედერერმა ემოციები ვერ შეიკავა: „ვფიქრობ რომ კარტერი ჩემი ნიჭის გაფლანგვას არ ისურვებდა და იამაყებდა. მისი გარდაცვალება მეხის გავარდნას ჰგავდა და მე უფრო მეტი მონდომებით დავიწყე ვარჯიში,“ აღნიშნა ფედერერმა.

სხვა სტატიები